მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ახალ დიოკნისში სავარჯიშოების მოწყობისა და სოფელ ალავარში სკვერის შემოღობვისათვის გამარტივებული შესყიდვა შპს „სოფოსთან” გააფორმა. ინფორმაციას რადო მარნეული ავრცელებს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლებში პროექტის განხორციელება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადაწყვიტა. ორივე პროექტის საერთო ღირებულება 31 684 ლარს შეადგენს. აქედან 22 517 ლარი ახალ დიოკნისში სავარჯიშოების, ხოლო 9 166 ლარი ალავარის სკვერის შემოღობვისათვისაა გამოყოფილი.
მარნეულის მერიამ შპს „სოფოსთან” გამარტივებული წესით ხელშეკრულება 16 ნოემბერს გააფორმა. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით შპს „სოფო“ ვალდებულია მასზე დაკისრებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში შეასრულოს.