მარნეულის მერიამ ექვსი ამბულატორია გასარემონტებლად ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სამედიცინო ჰოლდინგს გადასცა

280

მარნეულის მუნიციპალიტეტში ექვსი ამბულატორია გასარემონტებლად ორ სტრუქტურას გადაეცა. აღნიშნული თემა განსახილველად 14 ნოემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა აგილ ამირჯანოვმა გამოიტანა და თქვა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უსასყიდლოდ ითხოვს სოფელ კაპანახჩის, ხიხანის და ხოჯორნის ამბულატორიების ფართის გადაცემას. ხოლო ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ალგეთის, წერაქვისა და წერეთლს ამბულატორიების გადაცემას თვითმმართველობას ორი წლის ვადით, უზუფრუქტის ფორმით სთხოვს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წერილით შემოვიდა და ითხოვს სოფელ დამია გეურარხში ამბულატორიის მიერ დაკავებული ფართის, 56.63 კვადრატული მეტრი, სოფელ კაპანახახჩში ამბულატორიის მიერ შენობის დაკავებული 40 კვადრატი, სოფელ ხიხანში ამნულატორიის მიერ დაკავებული 56.96 კვადრატული მეტრი და სოფელ ხოჯორნში ამბულატორიის მიერ დაკავებული ფართი 40.55 კვადრატული მეტრის სახელმწიფოზე უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით“ – თქვა აგილ ამირჯანოვმა

დეპუტატებმა აღნიშნული საკითხზე დადებითი გადაწვეტილება მიიღეს.

რადიო „მარნეულმა“ აგილ ამირჯანოვს ჰკითხა ქონების ეროვნული სააგენტოს და ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისათვის გასარემონტებლად გადაცემული ამბულატორიები ხომ არ მოახდენდა სერვისების შეზღუდვას მოსახლეობისათვის. ამირჯანოვის თქმით, სამედიცინო პუნქტებში არაფერი შეიცვლება და პირიქით, მომსახურება გაუმჯობესდება.

„ყველაფერი იგივე იქნება, უფრო უკეთეს და კომფორტულ გარემოში მიიღებენ მომსახურებას – სხვა არაფერი შეიცვლება. ჩვენ არაფერს ვუხდით მათ, მაგის გარემონტების შესაძლებლობა არ გვქონდა. ვაძლევთ, რომ გაარემონტონ და მომსახურება გაუწიონ მოქალაქეებს. ეს ამბულატორიები, თითქმის ყველა ფუქციონირებდა, მაგრამ გასარემონტებელი იყო“

ჯერჯერობით უცნობია ამბულატორიების გარემონტების თარიღები.