ბათუმის ნაპირდაცვითი სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ახალი ბულვარის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება განხორციელდება.
„პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების დასრულების შედეგად გადაიჭრება მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც შტორმისა და უხვნალექიანობის დროს სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვას უზრუნველყოფს.
ნაპირდამცავი ღონისძიებების განხორციელება შესაბამისი პროექტირებისა და სანებართვო პროცედურების საფუძველზე დაიწყო.
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ. პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ახორციელებს“-ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.