გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, სოფელ გლდანში, თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 1 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის საფარი მოეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 138 000 ლარი დაიხარჯება.
გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მიმდინარე პროცესს გაეცნო, მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.