გირაოთი გამოშვებული ზურაბ ილურიძე გორის ბაღების სააგენტოს დირექტორის თანაშემწედ დანიშნეს

367

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ილურიძე, რომელიც თანამდებობიდან გორის მერმა პროკურატურის რეკომენდაციით გაათავისუფლა, მუშაობას ბაღების სააგენტოში აგრძელებს. გიორგი შათირიშვილმა ის საკუთარ თანაშემწედ დანიშნა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ ბაღების სააგენტოშიც. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

‘შათირიშვილს აქამდე უკვე ჰყავდა თანაშემწე გიორგი გოგოლაძე და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს ერთს ნაცვლად ორი თანაშემწე ეყოლება”, – განაცხადეს სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ანტიკორუფციულიი სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, ილურიძე სისხლისამართლის პასუხიაგებაშია. მას და კულტურის სააგენტოს ყოფილ დირექტორებს, გელა კაპანაძეს და დავით წეწვაძეს სამსახურეობრივი გულგრილობის საქმეზე 10 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული და გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. საქმე ეხება კულტურის სააგენტოს ბუღალტერის მიერ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისებას.