ცნობილია, რა მიმართულებით იზრდება და მცირდება დაფინანსება ქარელის 2023 წლის ბიუჯეტში

364

ქარელის 2023 წლის ბიუჯეტში სპორტის და კულტურის დაფინანსება 1 მილიონი ლარით მცირდება, – ამის შესახებ საკრებულოს კომისის სხდომაზე საფინანსო საბიუჯეტო კომისიის უფროსმა განაცხადა.

კობა ნახუცრიშვილის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტი 19 670 000 ლარით იგეგმება და წინა წელთან შედარებით, დაფინანსება რამდენიმე მიმართულებით გაიზრდება:

  • ინფრასტრუქტურის დაფინანსება 1 500 000 ლარით გაიზრდება;
  • დასუფთავების დაფინანსება  600 000-მდე ლარით გაიზრდება;
  • განათლების დაფინანსება 400 000 ლარით გაიზრდება;
  • ჯანდაცვის დაფინანსება 200 000 ლარით გაიზრდება.

“ხოლო კულტურა და სპორტის ბიუჯეტი შემცირდა 1 მილიონი ლარით, ეს გამოწვეულია იქიდან, რომ 2023 წლის ბიუჯეტში საცურაო აუზის სუბსიდირება მცირდება”, – განაცხადა კობა ნახუცრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით,  ქარელის 2022 წლის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით დაიგეგმა და წლის ბოლომდე ზრდამ 30 მილიონს გადააჭარბა.