საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია გორის მერიას ევროპის საკლუბო ჩემპიონატისთვის 20 000 ლარის გამოყოფას სთხოვს. ამის შესახებ წერილი მერიაში 2022 წლის 10 ნოემბერს მიიღეს. ტურინირი კი 26 ნოემბერს ტარდება.
გორის მერიის სპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ მათთვის მოულოდნელი იყო თანაორგანიზატორად გამოცხადება. უფრო მეტიც, ისინი ასეთ თანამონაწილეობას არ ელოდნენ.
ტურნირში, რომელიც ძიუდოს კლუბებს შორის იმართება, გორის მერიის კლუბი “გოლდენ გორი” მონაწილეობს. სპორტის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ თანაორგანიზატორობისთვის 20 000 ლარი ჭირდებათ.
სააგენტოს დირექტორმა გიორგი პურიჭამიაშვილმა დახამრებისთვის გორის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მიმართა. გორის მერმა მოთხოვნა დააკმაყოფილა. ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე გორის მერიის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი დაიხარჯება.