რიჟვაძე: ბევრს არ სჯეროდა იმ ამბიციური გეგმის, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას უკავშირდებოდა

371

გახსოვთ, რომ ბევრს არ სჯეროდა თუნდაც იმ ამბიციური გეგმის, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას უკავშირდებოდა. დღეს ყველას შეუძლია ნახოს, რომ მიმდინარეობს სამუშაოები“, – განაცხადა „იმედის კვირასთან” აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

შავ ზღვაზე პალმის ხის ტოტებივით გაშლილი ტყუპი ნახევარკუნძული – ამბასადორი ბათუმი აილენდი, ისტორიული ქალაქის თანამედროვე განვითარების ახალი გზაა და ბათუმის, რეგიონის ახალ ბიზნეს ცენტრად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ამ მასშტაბურ პროექტზე საერთაშორისო მედიაც წერს, რომ ბათუმის სანაპიროსთან 80 ჰექტარზე კუნძულის მშენებლობა მოწინავე ტექნოლოგიებით იქნება დიდი სამშენებლო გამოცდილება. ამასთან, შექმნის თანამედროვე კომერციულ, რეკრეაციულ, საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას და 2000 სამუშაო ადგილს