რუსთავის საკრებულოში კომისიის სხდომაზე ხმაურია

344

რუსთავის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომისიას, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე და მერის სამივე მოადგილე ესწრება. კომისიაზე განსახილველი მთავარი საკითხი მომდევნო, 2023 წლის ბიუჯეტის ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებებია. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებაა. საკრებულოს ოპოზიციური ფრთის წევრებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ისმის პოლიტიკური ურთიერთბრალდებები.