ჭალის დასახლებაში ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ის ერთ-ერთია იმ 18 სკვერს შორის, რომელიც 2021 წელს გორის მუნიციპალიტეტის მაშტაბით მოეწყო. როგორც გორის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის მიხედვით, დაიგო დეკორატიული ქვაფენილი, დამონტაჟდა ატრაქციონები, კალათბურთის ფარები, დასასვენებელი სკამები, განათება, ფანჩატური. „ჭალის დასახლებაში სკვერი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2021“ - ის ფარგლებში მოეწყო. მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში ჯამში 44 პროექტი განხორციელდა (პროექტების ნუსხა) პროგრამის 2021 წლის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის 28...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 11 797 000 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის შემოსულობები 10 318,1 ათასი ლარით, ხოლო ხარჯები 11 797,0 ათასი ლარით დაიგეგმა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. დღეს, 16 დეკემბერს, ხარაგაულის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის განხილვამ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თორნიკე ავალიშვილმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტი საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა პირად კეთილდღეობასა კომფორტზეა გამიზნული და მოსახლეობის...
„სვანეთი: კარიბჭე საქართველოს უძველესი მთიანეთისკენ“ - ამ სათაურით ამერიკული გამოცემა CNN სტატიას აქვეყნებს, რომელშიც რეპორტიორი მელანია ჰემილტონი მაღალმთიანი სვანეთის ხედებსა და თვალწარმტაცობაზე საუბრობს. სტატიაში ჟურნალისტი სვანულ საშობაო ტრადიციებზეც წერს და ამბობს, რომ „ერთმანეთთან დაკავშირებული შუა საუკუნეების პაწაწინა დასახლებებით, ტერიტორია ცნობილია თავისი გამორჩეული მაღალმთიანი კულტურით, იდუმალი ხალხური წეს-ჩვეულებებით და უძველესი ადგილობრივი ენით“. ჟურნალისტი სტატიას შუა საუკუნეების სვანურ საგუშაგო კოშკების სურათებსაც ურთავს და განმარტავს, რომ...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში გარემონტებული საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. ამიერიდან მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში მიიღებენ განათლებას. პროექტის ფარგლებში გადაიხურა ჭერი, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა სასწავლო კაბინეტები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, მოწესრიგდა სველი წერტილები. სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
2022 წლის დასახვედრად თელავში საახალწლო სოფელი მოეწყობა, საზეიმოდ აინთება ნაძვის ხე, ქუჩების მორთვა ფერადი ილუმინაციებით აქტიურად მიმდინარეობს. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა განაცხადა, საახალწლო ღონისძიებებისთვის 100 000 ლარამდე თანხაა გათვალისწინებული. ამის შესახებ სპექტრი წერს.  "საახალწლო ღონისძიებების დაწყება ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ ვაპირებთ, რომ თელაველებს კარგი საახალწლო საღამო ვაჩუქოთ. განათდება კონკრეტული ლოკაციები,  საზეიმოდ აინთება ნაძვის ხე, მოეწყობა საახალწლო სოფელი, გვეყოლება ადგილობრივი მომღერლები....
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ჭავჭავაძის ქუჩის, ასევე, I და II ჩიხის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ სპექტრი წერს. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხი მოეწყო, ორივე შესასვლელის გზის მოასფალტება სრულდება, ხოლო ქუჩის ცენტრალურ ნაწილზე საფარის დაგებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ჭავჭავაძის ქუჩის გზის რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 739 430 ლარი დაიხარჯება. განახლებული გზით მოსახლეობა 2022 წლის თებერვლიდან...
„საერთაშრისო გამჭირვალობა–საქართველოს“ განცხადებით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებში და სახელწმიფო შესყიდვებში, სამცხე–ჯავახეთში, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული სუბიექტების ჩართულობა აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით, რაზეც საჭიროა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტო დაინტერესდეს, შეისწავლოს ფაქტები და დაადგინოს, რამდენად შეიცავს აღნიშნული კორუფციის სავარაუდო ნიშნებს. „საერთაშრისო გამჭირვალობა–საქართველოს“  მიერ ჩატარებული კვლევით, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოევებულმა პირებმა და მათმა კომპანიებმა (17–მა სუბიექტმა), 2018–2020 წლებში „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში, ჯამურად, დაახლოებით, 2 240 794...
ახალციხეში, რუსთაველის №124-ში ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, საბავშვო ბაღის, ახალგაზრდული ცენტრების, კულტურის სახლისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. შპს „არალის“ მშენებლების თქმით, ყველა შენობის მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები. 180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია, მშენებლობისთვის, ხელშეკრულება 2 661 158 ლარზე, შპს „არალთან“ გაფორმდა. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების მქონე ორ სართულიანი შენობის აშენებას და საბავშვო ბაღის...
16 დეკემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გამართა. შეხვედრას საკრებულოს წევრები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილეები, მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განხილვისას დამსწრეებმა მერს და საკრებულოს წევრებს საკუთარი ინიციატივები და შენიშვნები გააცნეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ბიუჯეტის პროექტის განხილვისას არაერთხელ გაიჟღერა მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმართავი და მოუწესრიგებელი სისტემის შესახებ. ამ საკითხზე კითხვით მერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“...
ბათუმის ცენტრალური პარკის დაცვაა საინიციატივო ჯგუფის მიზანი, რომელმაც პარკში  საბავშვო კონცერტი გამართა. პარალელურად, ძველი ბათუმის ნაკლებად ცნობილი ფოტოებიც გამოიფინა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მათი მიზანი მოქალაქეების ინფორმირება და პარკის განვითარებაში  ამ ქალაქის მცხოვრებთა ინტერესების გათვალისწინებაა. იდეის ავტორების თქმით, უნდა შეახსენონ მერიას, რომ საჭიროა პარკის განვითარების გეგმა და ამის შესრულებაში მოქალაქეები აქტიურად უნდა ჩაერთონ. იგეგმება ზოოკუთხის გადატანა, მოქალაქეები სწორედ გამოთავისუფლებული ტერიტორიის სწორად ათვისებას მოითხოვენ და...
რუსთავში, თავისუფლების მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ცენტრალურ ქუჩებში და პარკებში სახალწლო ილუმინაციები 25 დეკემბერს ჩაირთვება. როგორც რუსთავის მერიის ინფორმაციაშაი აღნიშნული, ფალიაშვილის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებულ ახალგაზრდობის სკვერში, საახალწლო სოფლის მოწყობა და ქალაქის სადღესასწაულოდ გაფორმება, აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, საახალწლო სოფელში სადღესასწაულო ღონისძიებები ოთხი დღის განმავლობაში 30-31 დეკემბერს და 1- 2 იანვარს გაიმართება. ღონისძიებები და კონცერტები ჩატარდება თეატრის უკან მდებარე ახალ სკვერში და...
ზუგდიდის საკრებულოში მმართველი პარტიის წარმომადგენელი ირაკლი გოგოხია ამბობს, რომ კრიზისი ნამდვილად არის, მაგრამ იმედია აქვს, რომ აღმოიფხვრება. "გადაიდო ერთი კვირით. შეიძლება იმ კვირასაც ვერ მოხერხდეს, მაგრამ მგონია, რომ ჩამოყალიბდება, ან ჩამოყალიბდება ახალი კოალიცია, ან "ნაციონალური მოძრაობა" და გახარიას პარტია გაერთიანდება და კრიზისს დაძლევს, ან როგორ იქნება არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად დაიძლევა", - უთხრა მან ჟურნალისტებს სხდომის გადადების შემდეგ. თუ რატომ არ...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა. დეპუტატებმა თავმჯდომარე ვერც ამჯერად აირჩიეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარიას პარტიაში ამბობდნენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე თავის კანდიდატს დაასახელებდნენ, თუმცა, მოულოდნელად, გადაწყვეტილება შეცვალეს. შექმნილი გაურკვევლობის გამო, სხდომა 1 კვირით გადაიდო. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროცესის გაჭიანურება გახარიას პარტიასა და "ქართულ ოცნებას" შორის პოლიტიკური თანხმობით ხდება და ამით მოქალაქეები ზარალდებიან. "ფაქტია, რომ ჩაიშალა დღეს სხდომა,...
წინა სტატია ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ზუგდიდი საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ ისინი არ ითხოვენ თანამდებობებს, მათ სურთ მუნიციპალიტეტის დაბალანსებულად მართვა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. "გუშინ ჩხოროწყუს მაგალითზე, დღეს ზუგდიდის მაგალითზე, ყველამ ვნახეთ, რომ ვერც "ქართული ოცნება" და ვერც "ნაციონალური მოძრაობა" ვერ გასცდა პოლიტიკურ ეგოს. ეს არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა. ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი კანდიდატურა. "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ აბსურდული მიზეზით ტოვებს მორიგ ჯერზე...
წინა სტატია ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა ''ნაციონალურმა მოძრაობის'' წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ოპოზიციონერები ''ქართულ ოცნებისგან'' ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვდნენ. ასევე გააპროტესტეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტს. ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს. განაცხადეს, რომ ის ხელისუფლების კეთილდღეობაზე არის მორგებული. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ასევე არ ეთანხმებიან ​თანამდებობის პირებისათვის ხელფასების მატების საკითხს და ითხოვენ მომავალი წლის...
სენაკში საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს. სხდომა უკვე მესამედ,  ერთი კვირით გადაიდო. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს. ინფორმაციისთვის, დღეს გამართულ სხდომაზე “ნაციონალურმა მოძრაობამ”  გახარიას პარტიას საკუთარი ხმები შესთავაზა იმისთვის, რომ მათ თავმჯდომარეობის კანდიდატი დაესახელებინათ, მაგრამ პარტია “საქართველოსთვის” შეთავაზებას არ დათანხმდა. სულ საკრებულოს 33 წევრი ჰყავს, აქედან 16 “ქართული ოცნებიდან”, 13 -“ნაციონალური მოძრაობა” და 4 წევრი -პარტია “საქართველოსთვის”, თუმცა ამ პარტიიდან ერთმა უარი თქვა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ