2022 წლის დასახვედრად თელავში საახალწლო სოფელი მოეწყობა, საზეიმოდ აინთება ნაძვის ხე, ქუჩების მორთვა ფერადი ილუმინაციებით აქტიურად მიმდინარეობს. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა განაცხადა, საახალწლო ღონისძიებებისთვის 100 000 ლარამდე თანხაა გათვალისწინებული. ამის შესახებ სპექტრი წერს.
“საახალწლო ღონისძიებების დაწყება ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ ვაპირებთ, რომ თელაველებს კარგი საახალწლო საღამო ვაჩუქოთ. განათდება კონკრეტული ლოკაციები, საზეიმოდ აინთება ნაძვის ხე, მოეწყობა საახალწლო სოფელი, გვეყოლება ადგილობრივი მომღერლები. ასევე ერეკლე მეფის მოედანზე გაიმართება გალა კონცერტი და სადღესასწაულო გარემოში შევხვდებით ახალ წელს. ნაძვის ხე 24 ან 25 დეკემბერს აინთება, ჯერ ბოლომდე არ გვაქვს გადაწყვეტილი. ძველი განათებების ნაწილი დაზიანებული იყო, ზოგი ვიყიდეთ, ზოგსაც ძველს გამოვიყენებთ.
მესმის, რომ პანდემიური წელია, მაგრამ საახალწლო გარემო აუცილებლად უნდა მოვაწყოთ და მხიარულება გვქონდეს,”-აღნიშნა ანდრიაშვილმა.
როგორი იქნება თელავის მთავარი ნაძვის ხე, მერი სიურპრიზად ტოვებს.