ბათუმის ცენტრალური პარკის დაცვაა საინიციატივო ჯგუფის მიზანი, რომელმაც პარკში საბავშვო კონცერტი გამართა. პარალელურად, ძველი ბათუმის ნაკლებად ცნობილი ფოტოებიც გამოიფინა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მათი მიზანი მოქალაქეების ინფორმირება და პარკის განვითარებაში ამ ქალაქის მცხოვრებთა ინტერესების გათვალისწინებაა.
იდეის ავტორების თქმით, უნდა შეახსენონ მერიას, რომ საჭიროა პარკის განვითარების გეგმა და ამის შესრულებაში მოქალაქეები აქტიურად უნდა ჩაერთონ.
იგეგმება ზოოკუთხის გადატანა, მოქალაქეები სწორედ გამოთავისუფლებული ტერიტორიის სწორად ათვისებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ დაუშვებელია რეკრეაციული ზონა ინვესტორების ინტერესებისა და მშენებლობების საფრთხის წინაშე დადგეს.
მათ უკვე იმუშავეს პროექტზე, რომელშიც ჩამოაყალიბეს ხედვა, როგორი წარმოუდგენიათ პარკი მომავალში. დოკუმენტს ბათუმის მერიაში მალე წარადგენენ.