გურჯაანის სოფელ კარდენახში გარემონტებული საჯარო სკოლა გაიხსნა

387

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში გარემონტებული საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

ამიერიდან მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში მიიღებენ განათლებას. პროექტის ფარგლებში გადაიხურა ჭერი, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა სასწავლო კაბინეტები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, მოწესრიგდა სველი წერტილები.

სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.