გორის მერია: ჭალის დასახლებაში ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო

739

ჭალის დასახლებაში ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ის ერთ-ერთია იმ 18 სკვერს შორის, რომელიც 2021 წელს გორის მუნიციპალიტეტის მაშტაბით მოეწყო.

როგორც გორის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის მიხედვით, დაიგო დეკორატიული ქვაფენილი, დამონტაჟდა ატრაქციონები, კალათბურთის ფარები, დასასვენებელი სკამები, განათება, ფანჩატური.

„ჭალის დასახლებაში სკვერი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2021“ – ის ფარგლებში მოეწყო. მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში ჯამში 44 პროექტი განხორციელდა (პროექტების ნუსხა)

პროგრამის 2021 წლის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე გადანაწილდა. ადმინისტრაციული ერთეულებისთვის გამოყოფილი თანხით დაფინანსებული პროექტები ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.