ქალაქ წნორში, ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

454

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ჭავჭავაძის ქუჩის, ასევე, I და II ჩიხის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ სპექტრი წერს.

ამ ეტაპზე სანიაღვრე არხი მოეწყო, ორივე შესასვლელის გზის მოასფალტება სრულდება, ხოლო ქუჩის ცენტრალურ ნაწილზე საფარის დაგებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ჭავჭავაძის ქუჩის გზის რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 739 430 ლარი დაიხარჯება.

განახლებული გზით მოსახლეობა 2022 წლის თებერვლიდან ისარგებლებს.