ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია შეჩერებულია. მერიის განმარტებით, კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაციაში მონაწილე სამშენებლო კომპანია “ინშაათ საქართველოს” ხელშეკრულება შეუჩერდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, შეუწყდა ხელშეკრულება და დაეკისრა ჯარიმა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაცის მომზადება და ხელახალი ტენდერის გამოცხადება”, – ამბობს ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი,...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმათელეთის მოსახლეობას ერთ-ერთ ქუჩისთვის “გიორგობის” სახელის მინიჭება სურთ. მოსახლეობამ აღნიშნული თხოვნით, საკრებულოს მიმართა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“იმის გამო, რომ უბანს ქუჩის სახელწოდება არ აქვს, ვაწყდებით დიდ წინააღმდეგობას, ვერ ვუთითებთ ზუსტ მისამართს. ჩვენი, მოსახლეობის დიდი სურვილი და უდიდესი თხოვნაა, ჩვენს უბანს დაერქვას “გიორგობის” ქუჩა – ნომრების მითითებით”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მოსახლეობამ საკრებულოს გაუგზავნა.
საკითხს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს...
ხაშურში რუსთაველის, ფარნავაზის აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების საგზაო ორგანიზებისთვის მერია 735 461 ლარს დახარჯავს.
“მუნიციპალიტეტის მერიამ საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, მოხდეს რუსთაველის ქუჩის ნაწილობრივ გაცალმხრივება, ტაბიძისა და სააკაძის ქუჩების კვეთაზე დაპროექტდეს წრიული კვანძი, ხოლო სააკაძის ქუჩის მონაკვეთი წრიული კვანძიდან რუსთველის ქუჩამდე გაცალმხრივდეს ტაბიძიდან რუსთაველის მიმართულებით”, – განმარტავენ მერიაში.
მათივე ცნობით, ქუჩების საგზაო მოძრაობის ორგანიზებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო წინადადებების მიღება...
ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ასხვისებს. უწყებამ განცხადება ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
აუქციონზე 100 კვ. მეტრი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 10 000 ლარია.
“აუქციონში გამარჯვებულმა ღირებულება უნდა გადაიხადოს ერთი თვის განმავლობაში”, – განმარტებულია აუქციონის პირობებში.
არსებული ინფორმაციით, აუქციონი 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
რუსთავის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის პროგრამის ლოკალურ პროგრამას (#OGPLocal @Open Government Partnership) შეუერთდა.
პროგრამა მუნიციპალიტეტს, მსოფლიოს მასშტაბით, 150-ზე მეტ თვითმმართველობასთან და 3 000-ზე მეტ სამოქალაქო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის და ღია ანგარიშვალდებული მმართველობის კუთხით გამოცდილების მიღების, თუ გაზიარების საშუალებას აძლევს.
ღია მმართველობის პარტნიორობის ლოკალურ პროგრამაში რუსთავის მუნიციპალიტეტი 2022 წლის 17 მაისიდან ჩაერთო.
საქართველოდან პროგრამაში, ამ ეტაპზე, სულ ორი მუნიციპალიტეტი-ქუთაისი და რუსთვია ჩართული. რუსთავის მუნიციპალიტეტის პარტნიორი,...
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზში, 27 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით, რეტროსპექტივა "60-იანი წლების ქართული კინო“ გაიმართება.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებულ კინოჩვენებებზე ციფრულად რესტავრირებული ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრები იქნება წარდგენილი.
პროგრამას 27 მაისს 19:00 საათზე თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის „მაგდანას ლურჯა“ გახსნის.
გარდა ამისა, რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელი იხილავს მხატვრულ ფილმებს: ლანა ღოღობერიძის „ფერისცვალება“, ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას „თეთრი ქარავანი“,...
ასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესში ცვლილება შევიდა, მსურველმა საჯარო სკოლის მასწავლებლად დანიშვნამდე 5-წევრიან კომისიასთან უნდა გაიაროს გასაუბრება.
"კომისიის წევრად უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი, ხოლო საჯარო სკოლის კომისიის წევრად აგრეთვე უნდა განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) დარგობრივი დეპარტამენტის წარმომადგენელი, სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი და...
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის, მოადგილედ ნიკა კობახიძე დაინიშნა.
"ნიკა კობახიძე წლებია აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო სამსახურის საქმიანობაში.
თავდაპირველად, საქმიანობა დაიწყო თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად, შემდეგ კი, ქვემო ქართლში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონალური პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე", - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
რეფერალური პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი რეანიმობილი გადასცა.
ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი
„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისი თავდაუზოგავი შრომითა და ჩართულობით, დღეს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, რეანიმობილი გადაეცა. აღსანიშნავია,...
მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება.
მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 4 375 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ასრულებს.
საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ მოადგილის თანამდებობაზე ლექსო თოდუა დანიშნა.
როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, ლექსო თოდუა პროფესიით ფინანსისტია და სხვადასხვა დროს არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორში.
"მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის მერს, ბატონ ბექა ვაჭარაძეს გამოცხადებული ნდობისთვის და გუნდს მხარდაჭერისთვის. ჩემთვის პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა ამ გუნდთან ერთად ვემსახურო ქალაქ ფოთს და წვლილი შევიტანო მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლისათვის“,-განაცხადა ლექსო...
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის სოფელ რუხში, ახალი, 100 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღის მშენებლობას იწყებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება 4 მილიონამდე ლარს შეადგენს.
"რუხის საბავშვო ბაღს აქამდე საკუთარი შენობა არ ჰქონია და სააღმზრდელო პროცესი ნაქირავებ ფართში მიმდინარეობს. რუხის გარდა ახალი საბავშვო ბაღები ჭითაწყარში, დარჩელსა და შამგონაში აშენდება", - აცხადებენ მერიაში.
ოზურგეთში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.
"სპორტული კომპლექსი, რომელსაც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, გავაკეთებთ ჩოგბურთის თანამედროვე კორტებს, სარეკრეაციო და სპორტულ - გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოიცავს.
პროექტის დასრულების შემდგომ, სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანი ჩაერთვება, ასევე, ჩვენ შევძლებთ მაღალი დონის ტურნირებს ვუმასპინძლოთ", - განმარტავენ ოზურგეთის მერიაში.
ქვემო ვაშლოვანში ახალი სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი აშენდება. აჭარის ა.რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით აშენდება ორი შენობა.
"სკოლის სამსართულიანი კორპუსი, რომელიც გათვლილი იქნება 350 მოსწავლეზე. სკოლაში განხორციელდება გაძლიერებული სწავლება საბუნებისმეტყველო საგნებისა და უცხო ენების მიმართულებით. საკლასო ოთახების გარდა, შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 200 მაყურებელზე.
სკოლაში მოეწყობა სპორტდარბაზი -...
შემდეგი სტატია
რუსთავში სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ-ს" ორგანიზებით 5 ივნის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მერიის წინ, საპროტესტო აქცია სახელწოდებით "ბოლო შანსი" გაიმართება. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.
აქციაზე 5 მთავარი მოთხოვნა გაჟღერდება.
აღსრულდეს ჰაერდაცვითი კანონმდებლობა, რომელიც ზუსტად 1 წელია რაც ძალაში შევიდა!
გამოაქვეყნოს სამინისტრომ გეგმა-გრაფიკი რომელ საწარმოს კონკრეტულად როდის ექნება ფილტრები და თვითმონიტორინგის სისტემა
სამოქალაქო სექტორი უფრო აქტიურად ჩართონ საწარმოებთან შეხვედრებში და გაზარდონ მოსახლეობისადმი ანგარიშვალდებულების...
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ რეგიონულ დონეზე საგანმანათლებლო მიზიდულობის არეალის განვითარებისთვის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სპორტული მოედნის, რეკრეაციული სივრცეებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 2 825 914 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სამოყვარულო ტურნირებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის სტადიონი მოეწყობა, ასევე, გაკეთდება კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნები შესაბამისი განათების სისტემებით.
როგორც მერიაში განმარტავენ, დაგეგმილია...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































