მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება.
მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 4 375 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ასრულებს.
საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.