ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ მოადგილის თანამდებობაზე ლექსო თოდუა დანიშნა.
როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, ლექსო თოდუა პროფესიით ფინანსისტია და სხვადასხვა დროს არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორში.
“მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის მერს, ბატონ ბექა ვაჭარაძეს გამოცხადებული ნდობისთვის და გუნდს მხარდაჭერისთვის. ჩემთვის პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა ამ გუნდთან ერთად ვემსახურო ქალაქ ფოთს და წვლილი შევიტანო მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლისათვის“,-განაცხადა ლექსო თოდუამ.