სოფელ რუხს 100 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ექნება

1240

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის სოფელ რუხში, ახალი, 100 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღის მშენებლობას იწყებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება 4 მილიონამდე ლარს შეადგენს.

“რუხის საბავშვო ბაღს აქამდე საკუთარი შენობა არ ჰქონია და სააღმზრდელო პროცესი ნაქირავებ ფართში მიმდინარეობს. რუხის გარდა ახალი საბავშვო ბაღები ჭითაწყარში, დარჩელსა და შამგონაში აშენდება”, – აცხადებენ მერიაში.