ხაშურის მერია საგზაო მოძრაობის ორგანიზებისთვის 735 461 ლარს დახარჯავს

2714

ხაშურში რუსთაველის, ფარნავაზის აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების საგზაო ორგანიზებისთვის მერია 735 461 ლარს დახარჯავს.

“მუნიციპალიტეტის მერიამ საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, მოხდეს რუსთაველის ქუჩის ნაწილობრივ გაცალმხრივება, ტაბიძისა და სააკაძის ქუჩების კვეთაზე დაპროექტდეს წრიული კვანძი, ხოლო სააკაძის ქუჩის მონაკვეთი წრიული კვანძიდან რუსთველის ქუჩამდე გაცალმხრივდეს ტაბიძიდან რუსთაველის მიმართულებით”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ცნობით, ქუჩების საგზაო მოძრაობის ორგანიზებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო წინადადებების მიღება სრულდება 2022 წლის 13 ივნისს სრულდება.

https://www.facebook.com/KhashuriCityHall/posts/376955491126595