ოზურგეთში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.
“სპორტული კომპლექსი, რომელსაც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, გავაკეთებთ ჩოგბურთის თანამედროვე კორტებს, სარეკრეაციო და სპორტულ – გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოიცავს.
პროექტის დასრულების შემდგომ, სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანი ჩაერთვება, ასევე, ჩვენ შევძლებთ მაღალი დონის ტურნირებს ვუმასპინძლოთ”, – განმარტავენ ოზურგეთის მერიაში.