რეფერალური პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი რეანიმობილი გადასცა.
ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი
„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისი თავდაუზოგავი შრომითა და ჩართულობით, დღეს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, რეანიმობილი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტში, პირველად ხდება რეანიმობილის განთავსება და არ ვზეიმობთ ძველის ახლით ჩანაცვლებას. ყაზბეგში, ოთხივე სეზონის საკურორტო ზონაში, ტურისტების ნაკადი მუდმივად მაღალია და შემთხვევებიდან გამომდინარე, რეანიმობილის არ არსებობა, კრიტიკული პაციენტების მართვაში, საკმაოდ დიდ სირთულეს ქმნიდა. დღეიდან კი, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ყველა აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი სპეც-მანქანით მოემსახურება.“ – განაცხადა ყაზბეგის მუნინციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა