ხაშურის მერია კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერებაზე განმარტებას აკეთებს

340

ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია შეჩერებულია. მერიის განმარტებით, კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაციაში მონაწილე სამშენებლო კომპანია “ინშაათ საქართველოს” ხელშეკრულება შეუჩერდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, შეუწყდა ხელშეკრულება და დაეკისრა ჯარიმა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაცის მომზადება და ხელახალი ტენდერის გამოცხადება”, – ამბობს ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, თათია ძინძიბაძე.

მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში კულტურის სახლის დარბაზის რეაბილიტაციას დაასრულებენ, გარდა ამისა, მოხდება იმ ფლიგელების რემონტი, რომელიც წინა ტენდერის დროს გათვალისწინებულიც არ იყო, ასევე, ჩატარდება დარბაზის შიდა სივრცის მთლიანი რემონტი.