ასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესში ცვლილება შევიდა, მსურველმა საჯარო სკოლის მასწავლებლად დანიშვნამდე 5-წევრიან კომისიასთან უნდა გაიაროს გასაუბრება.
“კომისიის წევრად უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი, ხოლო საჯარო სკოლის კომისიის წევრად აგრეთვე უნდა განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) დარგობრივი დეპარტამენტის წარმომადგენელი, სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი და მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი“, – ნათქვამია ბრძანებაში, რომელშიც ცვლილება 20 მაისს შევიდა.