სამოქალაქო მოძრაობა “გავიგუდეთ” 5 ივნისს რუსთავში აქციას გამართავს

432

შემდეგი სტატია

რუსთავში სამოქალაქო მოძრაობა “გავიგუდეთ-ს” ორგანიზებით 5 ივნის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მერიის წინ, საპროტესტო აქცია სახელწოდებით “ბოლო შანსი” გაიმართება. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

აქციაზე 5 მთავარი მოთხოვნა გაჟღერდება.

  • აღსრულდეს ჰაერდაცვითი კანონმდებლობა, რომელიც ზუსტად 1 წელია რაც ძალაში შევიდა!
  • გამოაქვეყნოს სამინისტრომ გეგმა-გრაფიკი რომელ საწარმოს კონკრეტულად როდის ექნება ფილტრები და თვითმონიტორინგის სისტემა
  • სამოქალაქო სექტორი უფრო აქტიურად ჩართონ საწარმოებთან შეხვედრებში და გაზარდონ მოსახლეობისადმი ანგარიშვალდებულების ხარისხი
  • ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამუშაო ჯგუფი გახდეს უფრო ქმედითი (მათ შორის, რუსთავის მერიამ დროულად შეასრულოს საკუთარი პასუხისმგებლობები)
  • გაიზარდოს საწარმოების კონტროლი და არაგეგმიური ინსპექტირებების რიცხვი

ცნობისთვის, 2021 წლის 2 მარტს პარლამენტმა “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონი მიიღო, რომელიც ამავე წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა.

კანონი საწარმოებს მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრას ავალდებულობს, თუმცა “ინფო რუსთავისთვის” გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნული თვითმონიტორინგის სისტემა რუსთავში მხოლოდ 1 საწარმოს აქვს. ქალაქში არსებული 24 საწარმოდან კი ზოგს ფილტრებიც კი არ აქვს.