ქარელის მერია ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიწას ასხვისებს

543

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ასხვისებს. უწყებამ განცხადება ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

აუქციონზე 100 კვ. მეტრი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 10 000 ლარია.

“აუქციონში გამარჯვებულმა  ღირებულება უნდა გადაიხადოს ერთი თვის განმავლობაში”, – განმარტებულია აუქციონის პირობებში.

არსებული ინფორმაციით, აუქციონი 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.