საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზში, 27 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით, რეტროსპექტივა “60-იანი წლების ქართული კინო“ გაიმართება.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებულ კინოჩვენებებზე ციფრულად რესტავრირებული ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრები იქნება წარდგენილი.
პროგრამას 27 მაისს 19:00 საათზე თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის „მაგდანას ლურჯა“ გახსნის.
გარდა ამისა, რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელი იხილავს მხატვრულ ფილმებს: ლანა ღოღობერიძის „ფერისცვალება“, ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას „თეთრი ქარავანი“, ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვე“, გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“ და „ფიროსმანი“, ალექსანდრე რეხვიაშვილის „მე-19 საუკუნის ქრონიკა“, ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“, ელდარ შენგელაიას „შერეკილები“, მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი, მწვანე ველი“ და რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარება“.
რეტროსპექტივას თენგიზ აბულაძის „მონანიება“ დახურავს.
ფილმები საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით აღდგა.
კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
პროგრამა: