ჩუმათელეთში ერთ-ერთი ქუჩისთვის “გიორგობის” სახელის მინიჭება სურთ

454

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმათელეთის მოსახლეობას ერთ-ერთ ქუჩისთვის “გიორგობის” სახელის მინიჭება სურთ. მოსახლეობამ აღნიშნული თხოვნით, საკრებულოს მიმართა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“იმის გამო, რომ უბანს ქუჩის სახელწოდება არ აქვს, ვაწყდებით დიდ წინააღმდეგობას, ვერ ვუთითებთ ზუსტ მისამართს. ჩვენი, მოსახლეობის დიდი სურვილი და უდიდესი თხოვნაა, ჩვენს უბანს დაერქვას “გიორგობის” ქუჩა  – ნომრების მითითებით”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მოსახლეობამ საკრებულოს გაუგზავნა.

საკითხს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია განიხილავს.