საქართველოს მთავრობამ კომპანია Altcom-თან მრავალწლიანი საარბიტრაჟო დავა მოიგო - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
კომპანიამ 2013 წელს ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის 11.5-კილომეტრიანი გზა 153 მილიონ ლარად უნდა აეშენებინა. მრავალმილიონიანი ავანსების მიღების შემდეგ, კომპანიამ მხოლოდ 2 კმ ააშენა და ფაქტობრივად გაქრა, რის შემდეგაც მასთან დავა დაიწყო. კომპანიასთან დავა 18.4 მილიონი ევროს ავანსს...
გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასლი დააზიანეს, რომელიც გუშინ, 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იყო გამოფენილი. ასევე, დაზიანებულია პარკში არსებული ატრაქციონები. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მომხდარ ფაქტს ადასტურებენ გურჯაანის მერიაში, თუმცა, განმარტავენ, რომ ადგილზე პოლიცია იმყოფება და ჯერჯერობით მეტი დეტალი არ იციან. მათი ვარაუდით, დაზიანებები ღამით მოხდა, რადგან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საღამომდე გრძელდებოდა.
"მთავრობა, ყველა შესაბამისი ინსტიტუციით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მეტი მიმზიდველობისთვის, როგორც ტურისტების, ასევე ინვესტორებისა და ბიზნეს სექტორისთვის. ეს პროცესი შეუქცევადი და მზარდია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისა და გაძლიერების წინაპირობაა“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა პარლამენტში, სადაც გუშინ "მინისტრის საათის" ფორმატში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმინეს.
სონღულაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების...
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ალაზნის გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ალაზნის გამზირის გზის საფარისა და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია, გამყოფი ზოლის მოწესრიგება და გამწვანების სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი.
"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში. თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ თელავში, ურბანული განახლების მიზნით, ალაზნის გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე 2 968 123 ლარის ღირებულების...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტების ათვისებაზე.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 12 პროექტში, რომელთა ათვისებაც 74.2 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ 17 მილიონით შესრულდა.
ამ პროექტების დაბალი ათვისების გამო, საქართველოს მთავრობამ დონორების მიმართ 5,771,000 ლარის ოდენობით გადაიხადა ე.წ. Commitment Fee, რაც ამ პროექტების შეუსრულებლობისთვის დონორების მიერ დაწესებულ "ჯარიმას" წარმოადგენს. 2020 წელთან...
კასპის მუნიციპალიტეტში წინარეხი-ქვათახევის გზის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება. არსებული ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 600 000 ლარს შეადგენს.
“აღსანიშნავია, რომ ამ გზაზე აქამდე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. გზის მოასფალტება მოსახლეობისთვის და ტურისტული კუთხით განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდს მდ. კავთურაზეც”, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ზუგდიდსა და წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამების გაგრძელებასთან დაკავშირებით ორივე მუნიციპალიტეტში შესაბამისი დოკუმენტები უკვე გაიგზავნა. ინფორმაციას ადასტურებენ ზუგდიდისა და წალენჯიხის მერიებში. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეების - ბესიკ ჭეჟიასა და თამარ ბელქანიას თქმით, თანხები მუნიციპალიტეტებს სრულად დაუბრუნდება და საკრებულოების ხელმეორედ განხილვას აღარ საჭიროებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 948 000 ლარია გამოყოფილი, წალენჯიხის მუნციპალიტეტისთვის კი - 644 000 ლარი.
ორივე შემთხვევაში სოფლის...
გლდანში ტაბატაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო, - ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ამჯერად, გლდანის რაიონის გამგეობამ შესაბამისი სამუშაოები მარინა ტაბატაძის ქუჩაზე შეასრულა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში, 4 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით, 257 000 ლარი დაიხარჯა. ტაბატაძის ქუჩაზე აქამდე გრუნტის გზა იყო, ახლა კი მოსახლეობა მოწესრიგებული გზით ისარგებლებს.
ავტორი: რუსა მაჩაიძე
მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" გარიგდნენ, რომ შუალედური არჩევნებით არჩეული საკრებულოს მაჟორიტარი წევრის უფლებამოსილების ცნობის პრინციპის პარალელურად, შეიცვლებოდა საკრებულოში პროპორციული წესით არჩეულის ადგილმონაცვლის ცნობის წესიც, კანონპროექტი რამდენიმე საათში რადიკალურად შეიცვალა და დაჩაქარებული წესით სამივე მოსმენითაც მიიღეს.
თუ პირაველი მოსმენით მიღებული პროექტით, შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს თანხმობა აღარ იქნებოდა საჭირო და ...
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწო.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ტერიტორია ახლებურად დაგეგმარდება - მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო სივრცე, დასასვენებელი პავილიონები და სპორტული მოედანი. ასევე, ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება ხე-მცენარეები. პროექტით გათვალისწინებულია სარწყავი სისტემის და გარე განათების ქსელის მოწყობაც.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. პროექტის ღირებულება 680 000 ლარს შეადგენს.
„ჩვენს რაიონს...
წელს დაგეგმილია ცენტრალური ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მეოთხე მონაკვეთების დასრულება - აღნიშნული გზა გამოწვევებით სავსე იყო, მიუხედავად ამისა, ჯამში, 21 კმ გზა უკვე წელს დასრულდება, რაც ზესტაფონის არგვეთას კვანძიდან ლანჩხუთამდე 86 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზით გადაადგილების საშუალებას მოგვცემს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში "მინისტრის საათზე" გამოსვლისას განაცხადა.
ქარსელაძის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე...
რიკოთზე ავტომაგისტრალის კონკრეტული მონაკვეთები წელს გაიხსნება, სრულად კი - 2023 წელს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში "მინისტრის საათზე" გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 52 კმ გზის მონაკვეთზე 51 გვირაბისა და 97 ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი, საიდანაც სამუშაოები ყველა გვირაბზე მიმდინარეობს. აქედან, უკვე დასრულებულია 24 გვირაბი და 6 ხიდი, ხოლო 21 გვირაბი უკვე გაჭრილია. ამასთან, მოძრაობა გახსნილია...
2025 წლის ბოლოსთვის, მხოლოდ წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში, 1 მილიონ ადამიანზე მეტს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, რაც ქვეყნის მასშტაბით უკვე ნიშნავს, რომ მოსახლეობის 70%-ს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, 2030 წლის ბოლოსთვის კი ქვეყნის მოსახლეობის 100%-ს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, კვლავ დიდ გამოწვევად რჩება...
მთავრობამ სოფელ ცაიშში ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე მდებარე 20 094 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 348 ათას ლარად გაყიდა. აუქციონი გუშინ, 24 მაისს დასრულდა.
აუქციონის პირობების თანახმად, მესაკუთრემ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავი ქონების განვითარების მიზნით, ამავე უძრავ ქონებაზე არანაკლებ მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მყიდველი შპს ცაიშის კურორტია....
წინა სტატია
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, მელიქიშვილის ქუჩაზე მოძრაობა 6 თვით ჩაკეტილი არ იქნება და ეს ვადა მერიამ სრული რეაბილიტაციის დასრულებისთვის განსაზღვრა.
“სრულ რეაბილიტაციაში ვგულისხმობთ ყველანაირი კომუნიკაციის შეცვლას, რაც თავის მხრივ, მოიცავს არა მხოლოდ მერიის კონტრაქტორის, არამედ ყველა პროვაიდერი კომპანიის ჩართულობას. სწორედ ამიტომ არის ეს ვადა განსაზღვრული. ამ დროში არ იგულისხმება, რომ ექვსი თვით იქნება ამ ქუჩაზე მოძრაობა ჩაკეტილი....
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გარდაბნის მერიის ბიუჯეტით ტრენინგ-კურსები შექმნა. ინფორმაცია აღნიშნული ტრენინგის შესახებ პირველად qvemoqartli.ge-მ აღმოაჩინა და გაავრცელა.
ტრენინგი ღვინის პოპულარიზაციას ეხება და მიუხედავად იმისა, რომ არსებული კანონმდებლობით, სახელმწიფო რწმუნებულის ფუნქცია ცენტრსა და თვითმმართველობებს შორის მაკოორდინირებელი საქმიანობაა და არა - მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების განკარგვა, რწმუნებულმა მის მიერ მოწონებული ტრენინგის დაფინანსება, რატომღაც, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანხებით გადაწყვიტა.
ტრენინგის შესახებ ინფორმაცია ქვემო ქართლის სახელმწიფო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































