ტაბახმელაში რეკრეაციული სივრცე ეწყობა

304

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწო.

გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ტერიტორია ახლებურად დაგეგმარდება – მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო სივრცე, დასასვენებელი პავილიონები და სპორტული მოედანი. ასევე,  ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და  დაირგვება ხე-მცენარეები.  პროექტით გათვალისწინებულია სარწყავი სისტემის და გარე განათების ქსელის მოწყობაც. 

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. პროექტის ღირებულება 680 000 ლარს შეადგენს.

„ჩვენს რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება, რაც მოქალაქეებს სიმწვანესა და ჯანსაღ გარემოში განტვირთვისა და დროის სასიამოვნო გატარების შესაძლებლობას მისცემს. მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა და მიხარია, რომ  ახლა ყველა თაობის წარმომადგენელი შეძლებს ამ სივრცით სარგებლობას“, – განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ.

რიგირც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდება.