გლდანში ტაბატაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

573

გლდანში ტაბატაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო, – ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ამჯერად, გლდანის რაიონის გამგეობამ შესაბამისი სამუშაოები მარინა ტაბატაძის ქუჩაზე შეასრულა.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში, 4 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით, 257 000 ლარი დაიხარჯა. ტაბატაძის ქუჩაზე აქამდე გრუნტის გზა იყო, ახლა კი მოსახლეობა მოწესრიგებული გზით ისარგებლებს.