ზუგდიდსა და წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამების გაგრძელებასთან დაკავშირებით ორივე მუნიციპალიტეტში შესაბამისი დოკუმენტები უკვე გაიგზავნა. ინფორმაციას ადასტურებენ ზუგდიდისა და წალენჯიხის მერიებში. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეების – ბესიკ ჭეჟიასა და თამარ ბელქანიას თქმით, თანხები მუნიციპალიტეტებს სრულად დაუბრუნდება და საკრებულოების ხელმეორედ განხილვას აღარ საჭიროებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 948 000 ლარია გამოყოფილი, წალენჯიხის მუნციპალიტეტისთვის კი – 644 000 ლარი.
ორივე შემთხვევაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხილვა დაგვიანდა, რაც პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საფუძველი გახდა. იყო საფრთხე, რომ პროექტი შეჩერებულიყო, თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამა გაგრძელდა.