ქარსელაძე: რიკოთზე ავტომაგისტრალის კონკრეტული მონაკვეთები წელს გაიხსნება, სრულად კი – 2023 წელს

537

რიკოთზე ავტომაგისტრალის კონკრეტული მონაკვეთები წელს გაიხსნება, სრულად კი – 2023 წელს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში “მინისტრის საათზე” გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 52 კმ გზის მონაკვეთზე 51 გვირაბისა და 97 ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი, საიდანაც სამუშაოები ყველა გვირაბზე მიმდინარეობს. აქედან, უკვე დასრულებულია 24 გვირაბი და 6 ხიდი, ხოლო 21 გვირაბი უკვე გაჭრილია. ამასთან, მოძრაობა გახსნილია 3 დასრულებულ გვირაბზე.

ქარსელაძის ინფორმაციით, რიკოთის მონაკვეთებიდან გამორჩეულად დაწინაურებულია ხევი-უბისის და უბისა-შორაპანის მონაკვეთები. სწორედ ეს მონაკვეთები გაიხსნება ეტაპობრივად 2022 წელს, ხოლო 2023-ში პროექტი სრულად დასრულდება.