კასპის მუნიციპალიტეტში წინარეხი-ქვათახევის გზის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება. არსებული ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 600 000 ლარს შეადგენს.
“აღსანიშნავია, რომ ამ გზაზე აქამდე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. გზის მოასფალტება მოსახლეობისთვის და ტურისტული კუთხით განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდს მდ. კავთურაზეც”, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.