გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასლი დააზიანეს

372

გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასლი დააზიანეს, რომელიც გუშინ, 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იყო გამოფენილი. ასევე, დაზიანებულია პარკში არსებული ატრაქციონები. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მომხდარ ფაქტს ადასტურებენ გურჯაანის მერიაში, თუმცა, განმარტავენ, რომ ადგილზე პოლიცია იმყოფება და ჯერჯერობით მეტი დეტალი არ იციან. მათი ვარაუდით, დაზიანებები ღამით მოხდა, რადგან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საღამომდე გრძელდებოდა.