ბენდელიანი: მელიქიშვილზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას 6 თვე არ დასჭირდება

390

წინა სტატია

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, მელიქიშვილის ქუჩაზე მოძრაობა 6 თვით ჩაკეტილი არ იქნება და ეს ვადა მერიამ სრული რეაბილიტაციის დასრულებისთვის განსაზღვრა.

“სრულ რეაბილიტაციაში ვგულისხმობთ ყველანაირი კომუნიკაციის შეცვლას, რაც თავის მხრივ, მოიცავს არა მხოლოდ მერიის კონტრაქტორის, არამედ ყველა პროვაიდერი კომპანიის ჩართულობას. სწორედ ამიტომ არის ეს ვადა განსაზღვრული. ამ დროში არ იგულისხმება, რომ ექვსი თვით იქნება ამ ქუჩაზე მოძრაობა ჩაკეტილი. ეს ვადა გვაქვს აღებული იმისთვის, რომ რეაბილიტაცია სრულად დასრულდეს. ვგეგმავთ ამ ქუჩაზე მოძრაობა გაცილებით ადრე აღდგეს. იცით, რომ მიწისქვეშა ურნები, ახალი გარე განათების ბოძები უნდა დამონტაჟდეს, ესენი საავტომობილო მოძრაობას ხელს არ შეუშლის. შესაბამისად, სამანქანე მოძრაობას უფრო ადრე გავხნით, თუმცა იმისთვის, რომ კონკრეტულ პროექტს დასრულებული ვუწოდოთ, ამისთვის 6 თვე გვჭირდება”, – აცხადებს ბენდელიანი.

ბენდელიანი ამ ეტაპზე ვერ ამბობს, რა პერიოდში გაიხსნება ტრანსპორტისთვის მელიქიშვილის ქუჩა, თუმცა დასძენს, რომ მათი სურვილია, მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს.