წინა სტატია შემდეგი სტატია 2021 წლის მონაცემებით, რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 64 პროცენტი ეკუთვნის და იმართება სახელმწიფო ორგანოების მიერ, ხოლო დაახლოებით ერთი მილიონი მიწის ნაკვეთი ქვეყნის მასშტაბით, ძირითადად სოფლად, ჯერ არ არის რეგისტრირებული - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ორგანიზაცია, ასევე, წერს, რომ სახელმწიფო მიწის მართვისა და განაწილების პასუხისმგებლობა მკაფიოდ არ არის გამიჯნული ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. ამის...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხემდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება. ტენდერის დასრულების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 23 ივნისია, მისი სავარაუდო ღირებულება კი, 1 161 873 ლარია. "სამუშაოების ვადა ორ ეტაპადაა დაყოფილი, პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს 2022 წელს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებიდან 63 დღის ვადას, მეორე ეტაპის სამუშაოები 2023 წლის 1 მარტიდან 35 დღის ვადაში დასრულებას", – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაკაში, თელადგორსა და გრაკალში ახალი სათავე ნაგებობების სამარაგო რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილსადენების მოწყობისათვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 21 ივნისია. შესყიდვის ღირებულება 1 625 811 ლარია. “დღეისთვის სამი სოფლის მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლით არ მარაგდება, აუცილებელია ახალი ჭაბურღილებისა და რეზერვუარების მოწყობა, სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად”, – აღნიშნულია სატენდერო...
ქალაქ თელავში პარკ "ნადიკვრის" ტერიტორიაზე დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოსაწყობად მუნიციპალიტეტის მერიამ 2 758 521 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამფითეატრის მაყურებელთა დასაჯდომი სივრცის გადახურვა, მოძველებული ატრაქციონების ახლით ჩანაცვლება, ახალი ატრაქციონების განთავსება, აუთვისებელი ქვედა ტერასის სხვადასხვა ფუნქციებით დატვირთვა, მათ შორის, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის სავარჯიშო და სათამაშო სივრცეების მოწყობა. "ასევე, პირველად თელავში, შინაური ცხოველებისთვის მოეწყობა სავარჯიშო სივრცე....
ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სტრატეგიის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების კონკურსი იწყება. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-30 წლის, ყვარლის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ პირს, რომელიც არ არის დასაქმებული საჯარო უწყებაში. პროგრამის მიზანია ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, მათი შემოქმედებითი იდეების რეალიზება და სოციალური გარემოს გაუმჯობესება. იდეის თანადაფინანსების მაქსიმალური ზღვარი 5 000 ლარს შეადგენს. "სტრატეგიის ფარგლებში პრიორიტეტულია შემდეგი სახის პროექტები: სოციალურ-ეკონომიკური ტიპის საწარმოები; შემოქმედებითი სტუდიები და სახელოსნოები;...
სურამში 9 აპრილის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ სკვერის განახლება და სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკვერისა და სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სკვერის რეაბილიტაციისთვის სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 15 ივნისს იწყება და 20 ივნისს სრულდება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა კი, 270 872 ლარია. ხოლო, სტადიონის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერზე წინადადადებების მიღება 4 ივნისს დაიწყება და 7 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი 3 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე და ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები: ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ხარაგაულის მერი ახლადდანიშნულ ხელმძღვანელ პირებს უახლოეს დღეებში წარადგენს. მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, საკადრო ცვლილებების ფარგლებში, კულტურის საკითხებში მისი მრჩეველი ნიკოლოზ მაჭავარიანი იქნება, რომელიც დღემდე "კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" დირექტორის პოზიციას იკავებდა. " ა(ა)იპ "მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლს" ახალი დირექტორი ჰყავს. აღნიშნული პოზიციას ჰამლეტ ბერაძე დაიკავებს, რომელიც 2005 - 2019 წლებში ბორის სკოლა - პანსიონის...
ზუგდიდში აკაკი წერეთლის სახელობის N1 და N12 საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას ინფორმაციით, სკოლებში სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და დარჩენილია ეზოების კეთილმოწყობა. შესაბამისად, პირველი და მეთორმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში შეხვდებიან. "ზუგდიდის N1, N12 და ჯიხაშკარისა საჯარო სკოლების რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლების სრული...
ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩის, ჭადრების პარკისა და თეატრის წინ მოედნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 11 მლნ ლარი დაიხარჯება. https://www.facebook.com/ozurgeti.mun.gov.ge/posts/pfbid02JnE6eyh9enuFgUfhvTVVxapkVReKW6JtjT5dPNzFn3jzFWGxXmMKUnshTmSPdiNAl
ქობულეთის მერიის პროგრამის "ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების პროექტების დაფინანსების" ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტი "თანამედროვე მოდებატე" იწყება. პროექტის მიზანს სკოლის მოსწავლეებში დებატების კულტურის განვითარება და პოპულარიზაცია წარმოადგენს. როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, პროექტით დაინტერესებული პირებს საჯარო მეტყველების კულტურას, თავდაჯერებულობას, თვითორგანიზებულობას, კვლევას, გუნდურ მუშაობასა და სხვა უნარებს შეასწავლიან. სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 5 ივნისის ჩათლით.
წინა სტატია "საქართველოში სოფლის მეურნეობის მაღალი დამოკიდებულება ნალექებზე იწვევს დაუცველობის ზრდას კლიმატური პირობების მიმართ", - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია. ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მონაცემების თანახმად, ირკვევა, რომ ფაქტობრივი სარწყავი ფართობი, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს დაახლოებით 386,000 ჰექტარს შეადგენდა, 2015 წლისთვის, ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების ნაკლებობის გამო, 43,000 ჰექტარამდე შემცირდა. "სარწყავი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში ბოლოდროინდელმა ინვესტიციებმა, შესაძლებელი გახადა ირიგაციის მომსახურების მიწოდება...
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის ტერმინის განმარტების ცვლილებას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი: 🔹 რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; 🔹 რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ...
ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც მერიაში აცხადებენ, სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. "ბაღის მიმდებარედ მოეწყობა ეზო და დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. ამ ეტაპისთვის შენობის საძირკვლის მოწყობა მიმდინარეობს. საბავშვო ბაღი 280 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. პროექტის ღირებულება 2 500 000 ლარს აღემატება", - განმარტავენ ბათუმის მერიაში.
პარლამენტის აპარატი პარლამენტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას და შენობაში არსებული ტექნიკური აღჭურვის გადაიარაღებას გეგმავს. ეს უკვე ასახულია პარლამენტის 2023 წლის ბიუჯეტის ბიუჯეტში, რომელზეც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. პარლამენტის 2023 წლის ჯამური ბიუჯეტის ოდენობა, პროექტით 60 მილიონ 906 ათასი ლარს შეადგენს. “2022-2025 წლებისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით, პარლამენტის 2023 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლად განსაზღვრული იყო 65 მილიონი ლარი, მაგრამ იმ...
ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, გზის მოწყობის სამუშაოები ამ ეტაპზე გრიბოედოვიდან  თაყაიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში ხორციელდება. "პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის მოწყობა, არსებული ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლება, დაზიანებული ველობილიკების, ტროტუარებისა და ბორდიურების აღდგენა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება", - განმარტავენ მერიაში. https://www.facebook.com/watch/?v=561107558874115

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ