სურამში სკვერისა და სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება

294

სურამში 9 აპრილის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ სკვერის განახლება და სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკვერისა და სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სკვერის რეაბილიტაციისთვის სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 15 ივნისს იწყება და 20 ივნისს სრულდება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა კი, 270 872 ლარია.

ხოლო, სტადიონის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერზე წინადადადებების მიღება 4 ივნისს დაიწყება და 7 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 134 976 ლარია.