ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სტრატეგიის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების კონკურსი იწყება. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-30 წლის, ყვარლის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ პირს, რომელიც არ არის დასაქმებული საჯარო უწყებაში.
პროგრამის მიზანია ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, მათი შემოქმედებითი იდეების რეალიზება და სოციალური გარემოს გაუმჯობესება.
იდეის თანადაფინანსების მაქსიმალური ზღვარი 5 000 ლარს შეადგენს.
“სტრატეგიის ფარგლებში პრიორიტეტულია შემდეგი სახის პროექტები: სოციალურ-ეკონომიკური ტიპის საწარმოები; შემოქმედებითი სტუდიები და სახელოსნოები; სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო პროფესიული სასწავლო კურსები; სასწავლო, ტურისტული და სარეკრეაციო ტიპის სტარტაპები.
განაცხადი 24 ივნისის ჩათვლით მიიღება”, – განმარტავენ ყვარლის მერიაში.
სარეგისტრაციო ფორმა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.