საკადრო ცვლილებები ხარაგაულის მერიაში – მერს ახალი მრჩეველი ჰყავს

439

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ხარაგაულის მერი ახლადდანიშნულ ხელმძღვანელ პირებს უახლოეს დღეებში წარადგენს.

მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, საკადრო ცვლილებების ფარგლებში, კულტურის საკითხებში მისი მრჩეველი ნიკოლოზ მაჭავარიანი იქნება, რომელიც დღემდე “კულტურისა და ხელოვნების ცენტრის” დირექტორის პოზიციას იკავებდა.

” ა(ა)იპ “მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლს” ახალი დირექტორი ჰყავს. აღნიშნული პოზიციას ჰამლეტ ბერაძე დაიკავებს, რომელიც 2005 – 2019 წლებში ბორის სკოლა – პანსიონის დირექტორი გახლდათ.

დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი.

ა(ა)იპ “კულტურისა და ხელოვნების ცენტრს” მამუკა ჭიპაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი გახლდათ.

ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოვალეობას თამარ ლაცაბიძე შეასრულებს.

კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, საკადრო ცვლილებების მიზანი ეფექტური საქმიანობის განხორციელება, ახალი მენეჯმენტით ახალ შედეგებზე გასვლა და საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების შეთავაზებაა.