ხაშურის სოფელ ბულბულისციხეში გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.

268

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხემდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება.

ტენდერის დასრულების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 23 ივნისია, მისი სავარაუდო ღირებულება კი, 1 161 873 ლარია.

“სამუშაოების ვადა ორ ეტაპადაა დაყოფილი, პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს 2022 წელს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებიდან 63 დღის ვადას, მეორე ეტაპის სამუშაოები 2023 წლის 1 მარტიდან 35 დღის ვადაში დასრულებას”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.