ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე 280 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება

1053

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

“ბაღის მიმდებარედ მოეწყობა ეზო და დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. ამ ეტაპისთვის შენობის საძირკვლის მოწყობა მიმდინარეობს. საბავშვო ბაღი 280 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. პროექტის ღირებულება 2 500 000 ლარს აღემატება”, – განმარტავენ ბათუმის მერიაში.