ქობულეთში სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტი “თანამედროვე მოდებატე” იწყება

692

ქობულეთის მერიის პროგრამის “ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების პროექტების დაფინანსების” ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტი “თანამედროვე მოდებატე” იწყება.

პროექტის მიზანს სკოლის მოსწავლეებში დებატების კულტურის განვითარება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, პროექტით დაინტერესებული პირებს საჯარო მეტყველების კულტურას, თავდაჯერებულობას, თვითორგანიზებულობას, კვლევას, გუნდურ მუშაობასა და სხვა უნარებს შეასწავლიან.

სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 5 ივნისის ჩათლით.