ზუგდიდში აკაკი წერეთლის სახელობის N1 და N12 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

558

ზუგდიდში აკაკი წერეთლის სახელობის N1 და N12 საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას ინფორმაციით, სკოლებში სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და დარჩენილია ეზოების კეთილმოწყობა. შესაბამისად, პირველი და მეთორმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში შეხვდებიან.

“ზუგდიდის N1, N12 და ჯიხაშკარისა საჯარო სკოლების რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლების სრული რეაბილიტაცია, ასევე, შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა და სველი წერტილებისა და კომუნიკაციების მოწესრიგება. სკოლები ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის”, – განმარტავენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.