ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩის მოსაწესრიგებლად 2 მილიონამდე იხარჯება

716

ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გზის მოწყობის სამუშაოები ამ ეტაპზე გრიბოედოვიდან  თაყაიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში ხორციელდება.

“პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის მოწყობა, არსებული ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლება, დაზიანებული ველობილიკების, ტროტუარებისა და ბორდიურების აღდგენა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება”, – განმარტავენ მერიაში.