ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩის, ჭადრების პარკისა და თეატრის წინ მოედნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 11 მლნ ლარი დაიხარჯება.