კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაკაში, თელადგორსა და გრაკალში ახალი სათავე ნაგებობების სამარაგო რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილსადენების მოწყობისათვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 21 ივნისია. შესყიდვის ღირებულება 1 625 811 ლარია.
“დღეისთვის სამი სოფლის მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლით არ მარაგდება, აუცილებელია ახალი ჭაბურღილებისა და რეზერვუარების მოწყობა, სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.