სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს

373

სამოქალაქო აქტივისტებმა და ნიკა მელიას მარდამჭერებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. ადგილზე სამი კარავი უკვე დგას, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მათი რაოდენობა გაიზრდება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, თუმცა მათ ამ შემთხვევაში აქტივისტებისთვის ხელი არ შეუშლიათ.

“კარავი გაიშლება და აუცილებელად, ჩვენ ყველა კონსტიტუციურ უფლებას გამოვიყენებთ, ვერაფრით ვერ შეზლებს ღარიბაშვილი ვერ ოპოზიციის, ვერც სამოქალაქო აქტივისტების, ვერც საერთაშორისო პარტნიორების გაჩერებას, საქართველო არასდროს გახდება რუსეთის რბილი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა”, – თქვა აქტივისტმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კი კანცელარიის შენობიდან პარლამენტთან გადაინაცველს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ ოპოზიციის აქცია ამ წუთებში  მიმდინარეობს. მთავრობის კანცელარიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა 15:00 საათზე აქცია, მას შემდეგ დაანონსენს, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა და ძალის გამოყენებით ნიკა მელია დააკავა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 21 ადამიანი  დააკავა, ხოლო 17 მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

დაანონსდა ახალი აქციაც – 26 თებერვალს 15 საათზე ოპოზიციის მსვლელობა გაიმართება.

მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებებიც. განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც, სადაც ნათქვამია, რომ “დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე”.