ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიცია 15:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავს

391

გაერთიანებული ოპოციზია დღის 15:00 საათზე თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავს – აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სამართალდამცველებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისზე შტურმის შედეგად ნიკა მელია დააკავეს.

“ის, რაც დღეს აქ მოხდა, არის სამარცხვინოზე სამარცხვინო ლაქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს ლაქა დიდი ხსნი განმავლობაში იქნება სამწუხაროდ ჩამოურეცხავი. 3 საათზე ვიკრიბებით კანცელარიასთან”, – თქვა გიგი უგულავამ.

“ერთადერთი, სწორი პასუხი არის ამ ყველაფერზე მშიდობიანი პროტესტი და პროტესტი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ დასრულდება ეს რეჟიმი. ეს არის ჩვენი საზოგადოების პრაგმატული და მორალური ვალი,” – ამბობს გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველოს” ლიდერი.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სამ საათზე მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბებიან.

“ახლა ჩვენ აქედან მივდივართ კანცელარიასთან, სადაც ზის მთავარი როდიონოვი, რომელმაც მოუწყო ეს სასაკლაო ადამიანებს, რომელიც უსპობს ევროატლანტიკურ მომავალს ქვეყანას”, — განაცხადა დეკანოიძემ ენმ-ს ოფისთან.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. ნიკა მელიას უკვე დაკავებას უკვე მოყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

დაახლოებით 7:30 საათისთვის საპოლიციო ძალები მივიდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან სახანძრო ავტომანქანის კიბის გამოყენებით, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

შენობაში გაუშვეს ცრემლსადენი გაზი. არიან დაშავებულები, რომელთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ნიკა მელიას გარდა სამართალდამცველები აკავებენ აქტივისტებსაც, დაკავებულებს შორის არის ზუკა ბერძენიშვილი მოძრაობა “სირცხვილია