შსს: „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან 21 პირია დაკავებული

384

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს ჯამში 21 პირი დააკავეს.

ყველა მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. მათ ბრალად სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობა ედებათ.

დაკავებულებს შორის არიან: ენმ-ს წევრი, გიორგი ბოტკოველი და გიორგი ბარამიძე.

ენმ-ს ინფორმაციით, ბარამიძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო და გონება დაკარგა. დააკავეს სამოქალაქო აქტივისტებიც, მათ შორის: ზუკა ბერძენიშვილი, ნიკუშა ფარულავა, ირაკლი ფავლენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.